Want to make creations as awesome as this one?

ქუთაისის ცენტრალური მოედანი

More creations to inspire you

Transcript

კოლხური შადრევანი იმერეთში, ქალაქ ქუთაისის ცენტრში, მთავარ მოედანზე მდებარეობს. იგი ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. შადრევანი გაფორმებულია უძველესი ქართული მინიატურების გადიდებული ასლებით. აქ წარმოდგენილია ცნობილი ოქროს ლომი, რომელიც ადრებრინჯაოს ხანის ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთ შედევრს წარმოადგენს, თამადა, რომლის გადიდებულ ასლს თბილისში, შარდენის ქუჩაზეც შეხვდებით და ცხოველთა გამოსახულებები საქართველოს სამუზეუმო საგანძურიდან. შადრევნის მთავარი ფიგურაა ცხენის ფორმის სასაფეთქლეები, რომელიც ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია და მისი ორიგინალური ზომა მხოლოდ 13 სანტიმეტრია. ქუთაისის კოლხური შადრევანი ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს და ამავდროულად წარმოდგენას გვიქმნის საქართველოს უძველეს კულტურაზე.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი, "ბულვარი"ეს ბაღი თავიდანვე მოქალაქეთა სასეირნოდ და დასვენება-გართობის მიზნით გაშენდა. სახელიც შესაფერი ეწოდა - „ბულვარი“, რაც ფრანგულია და ნიშნავს „ხეებით დაჩრდილულ ფართო ქუჩას“. მაგრამ მისი მნიშვნელობა ამით არ შემოფარგლულა, სულ მალე თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი ფორუმი გახდა. ამიტომ იყო, რომ მას ერთხელ აკაკიმ „ქუთაისის პარლამენტი“ უწოდა.ქუთაისს ბულვარის გაშენებამდეც ჰქონდა საქალაქო ბაღი. ეს ბაღი, რომლის დაარსებას ოფიციალური წყაროები იმერეთის მმართველს გორჩაკოვს მიაწერენ, გაშენდა 1821 წელს და დეკორატიულ მცენარეებთან ერთად შეიცავდა ხეხილს, ვენახსა და ბოსტანსაც კი. იგი, მართალია, ევროპული ტიპის პირველი საზოგადოებრივი ბაღი იყო საქართველოსა და ამიერკავკასიაში, მაგრამ აღმოსავლური საქალაქო ბაღისათვის დამახასიათებელ ელემენტებსაც შეიცავდა, როგორც ითქვა - ხეხილს, ვენახსა და ბოსტანს. ამ ბაღმა იარსება მე-19 საუკუნის 50-იანი წლების დასასრულამდე და მსხვერპლად შეეწირა ჯერ წმინდა ნინოს სასწავლებლის შენობას, მერე კი ქალაქის მოუფიქრებელ განაშენიანებას (შ. ისაკაძე, „საქართველოს პირველი საქალაქო ბაღი“, გაზ. „ქუთაისი“, 1986 წ. 18 სექტემბერი).ქუთაისის ბულვარი გაშენდა მაშინ, როცა გორჩაკოვისეული ბაღი ჯერ კიდევ არ იყო განადგურებული. ბულვარის საფუძველი გახდა ჭადრის ხეები, რაც დაირგო ქალაქის დიდ მოედანზე ვ. ვებუკოვის მმართველობის დროს (1825-1828 წწ.). გაშენდა კი, ერთი ცნობით (პ. გლინესაროვისა) 1848 წელს, ხოლო კ. ბოროზდინის გადმოცემით - 1850 წელს. უნდა დავუჯეროთ პ. გლინესაროვს, რადგან იგი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად მუშაობდა სწორედ აღნიშნულ ხანებში. ასე რომ, ჩვენს მშობლიურ საქალაქო ბაღს ორი წლის შემდეგ - 1988 წელს 140 წელი შეუსრულდება.ვინ იყო ბულვარის სპეციალისტი-მშენებელი, ვის მიერ დამუშავებული გეგმით და უშუალო მონაწილეობით გაშენდა იგი, არ ჩანს, შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, რომ ის ფრანგი მებაღე იყო, რადგან ბაღი, ჯერ ერთი, თავიდანვე ფრანგულ სახელს ატარებდა, მეორეც, მისი გეგმა საბაღო-საპარკო ხელოვნების ფრანგული სტილის ნიშნების მატარებელია. გარდა ამისა, იმ დროისათვის ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობა ჩვენი ქალაქის „მწვანე“ მშენებლობაში ცნობილი ამბავია.როგორი სახე უნდა ჰქონოდა ჩვენს ბულვარს გასული საუკუნის 50-იან წლებისათვის? გაზეთ „კავკაზის“ ერთი კორესპონდენტის ცნობით, ამ დროს იგი ასე გამოიყურებოდა: ბაღი, რომელიც კორესპონდენტს აგონებს ფართო კვადრატს, ოთხივე მხრივ შემორაგული იყო წითლად შეღებილი ფიცრული ღობით. ბაღის შიგნით ღობეს პარალელურად მიუყვებოდა ხეივანი, იყო კიდევ ორი ხეივანი, რომელიც ბაღის მთელ ტერიტორიას ჯვრის სახით ჰკვეთდა. ამ ხეივანთა გადაკვეთის ადგილზე მოწყობილი იყო მოედანი მუსიკისა და ცეკვებისათვის.ხეივნების ორივე მხარეს გასდევდა ყვავილნარი და ტანაყრილი ხეები, რომელთა ხშირფოთლიანი ტოტები საუცხოო საჩრდილობელს ქმნიდა. აქვე იდგა ხისა და ქვის მოგრძო სკამები. ბულვარის დანარჩენი ფართობი დაფარული იყო მწვანე კოინდრით, აქ ყოველ კვირას უკრავდა მუსიკა, მწვანე მინდორზე მსხდარი, ნაირფერი ტანსაცმლით მორთული ქართველები მომაჯადოებელი ბუნების წიაღში ტკბებოდნენ მუსიკისა და ზურნის მელოდიური ხმებით. სხვა დღეებში ხალხი აქ თავს იშვიათად იყრიდა.შემდეგი ცნობა ქუთაისის ბაღის შესახებ ეკუთვნის 1870-იან წლებს. ამ დროს ბაღისათვის სიახლეს წარმოადგენდა იქ შეყვანილი წყალი და ფარდული, სადაც უკლკოჰოლო სასმელი იყიდებოდა. მ. ვლადიკინის „თანამგზავრის“ (1874წ.) მიხედვით, ბაღში მოწყობილ გუბურებზე გადაყვანილი იყო პატარა, ლამაზი ხიდები.ბაღის კეთილმოწყობისათვის, რა თქმა უნდა, შემდგომშიც ზრუნავდნენ, განსაკუთრებით - ქალაქის თვითმმართველობის შემოღების დროიდან, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე აკეთებდნენ.80-იან წლებში ქალაქის თვითმმართველობამ ჩაატარა ბაღის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია. დაუმატებიათ ბილიკები, ხეივნები შემოურაგვავთ მსხვილი მავთულით, ბაღის დასავლეთ მხარეზე დაურგავთ ეკლიანი ბუჩქები და სხვ. ამასთან, განზრახული ჰქონიათ, ბაღი გაემდიდრებიათ ახალი დეკორატიული მცენარეებით, გაეზარდათ ფანრებისა და სკამების რაოდენობა, მაგრამ არ ჩანს, შეასრულეს თუ არა აღნიშნული სამუშაობი (ქუთაისის არქივი, ფონდი 108, საქ. 657)...90-იანი წლებისათვის მოხერხდა ბაღისათვის რკინის მოაჯირის გაკეთება, ხოლო გარედან ქვაფენილის დაგება. ამასთან დაკავშირებით აკაკიმ მწარედ იხუმრა: „მოაჯირის სვეტები სასაფლაოს ძეგლებს ჰგვანან. დავთვალე და ზუსტად იმდენია, რამდენიც ხმოსანია ქალაქის რჩევა-გამგეობაშიო“.მწარე, მაგრამ სამართლიანი შენიშვნა იყო... რკინის მოაჯირი ბაღს სილამაზეს უკარგავდა. შეცდომის გასწორება ამ 10-15 წლის წინად მოხერხდა - ბაღს მოაჯირი მოაცილეს და თავის ბუნებრივი მიჯნების ამარა დატოვეს, რითაც თითქოს ტყვეობიდან გაათავისუფლეს, თავდაპირველი სახე დაუბრუნეს, ბულვარი ახლა ქვით ნაშენ ქართული ჩუქურთმებით მორთულ მრავალსართულიან სახლებს შორის ბეჭედში ჩასმულ ძვირფასი თვალივით მოჩანს.დაარსებიდან დღემდე ბაღში პერიოდულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მისი მცენარეულობის განახლება და შევსება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი, როცა აქ მოტანილ იქნა და დაირგო მრავალი სახის ძვირფასი დეკორატიული მცენარე სოხუმის ბოტანიკური ბაღიდან.ბაღის ნაგებობათაგან აღსანიშნავია ხის პავილიონი, რომელიც აშენდა 1888 წელს იმპერატორ ალექსანდრე III შესახვედრად, როცა ეს უკანასკნელი კავკასიაში მოგზაურობის დროს ქუთაისს ეწვია. ამის შემდეგ პავილიონი ქალაქმა გამოიყენა თეატრისათვის, მაგრამ თეატრს აქ დიდხანს არ უმუშავია. 1894 წელს ხანძარი გაუჩნდა და დაიწვა.პავილიონის თეატრის მემკვიდრედ შეიძლება ჩაითვალოს საზაფხულო თეატრის კაპიტალური ნაგებობა, რომელიც აქ სრულიად მოუფიქრებლად აიგო 50-იან წლებში და ასევე მოუფიქრებლად აღებულ იქნა ორი ათეული წლის შემდეგ.1948 წელს ბაღს, მისი კეთილმოწყობის მიზნით, აღმოსავლეთის მხრივ გაუკეთდა შესასვლელი კოლონადა.ბულვარს, როგორც ითქვა, თვალსაჩინო ადგილი ეკავა ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში აქ თავს იყრიდა უსაქმო, მხოლოდ გართობას მიჩვეული თავად-აზნაურობა და დროს ჭორიკნობასა და ლაზღანდარობაში ატარებდა, 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ვითარება შეიცვალა.ბატონყმობის გაუქმებამ და ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარმა მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა თავად-აზნაურობა საგონებელში ჩააგდო, ჩააფიქრა, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ბულვარზე არსებულ განწყობილებაში. ცნობილი პუბლიცისტი სერგეი მესხი ამ ხანების ქუთაისისა და მისი ბულვარის შესახებ წერდა: „არა თუ ბულვარი, ქუთაისის ქუჩებიც რაღაც მივარდნილად და მიყრუებულად მეჩვენაო“.ბულვარს მეტი სიცოცხლე დაეტყო 1870-იანი წლებიდან, როცა ქუთაისში შემოღებულ იქნა საქალაქო თვითმმართველობა და სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ამ დაწესებულებათა მმართველი ორგანოების არჩევნების დღეებში ბაღი, მართლაც, პარლამენტად იყო გადაქცეული. არჩევდნენ კანდიდატთა ავ-კარგს, დავობდნენ, ქმნიდნენ მიმართულებებს და ა.შ.შალვა დადიანის სიტყვით, აქ იყრიდნენ თავს ქუთაისის მაშინდელი ინტელიგენცია, რომელსაც მსჯელობა ჰქონდა პოლიტიკურ საკითხებზე, ადგილობრივ საჭირბოროტო საგნებზე - ქალაქის თვითმმართველობის საქმეებზე, საადგილმამულო ბანკის ვითარებაზე, ქუთაისში გაზეთის გამოცემაზე. აქვე მოისმენდით ჩვენს მწერლობაში თავის დროზე კარგად ცნობილი ერთ-ერთი თერგდალეულთაგანის კირილე ლორთქიფანიძის ჭკვიანურსა და შეუვალი ლოგიკით სავსე საუბარს, ცნობილი ადვოკატის მოსე ქიქოძის „გამყინავ კამათს“, კოტე მესხის სხარტულ გამოთქმებს და სხვ.აქვე იყვნენ საზაფხულოდ ჩამოსული სტუდენტები, რომელთაც დინჯ საუბარში შემოჰქონდათ თავიანთი მღელვარე პროტესტის ხმები, რაც შემდეგში აჟღერდა რევოლუციურად მომართული ახალგაზრდების მძლავრ ჰანგებად და ქალაქის ბაღი ბოლოს გადაიქცა ამ რევოლუციონერთა ერთ მთავარ ლეგალურ საკრებულოდ, სადაც ცნობილი მიხა ცხაკაია თავისებური დინამიტიური საჭურვლით აიარაღებდა მის მიმყოლ „ჯგუფებს“.1905-1907 წლების რუსეთის პირველი სახალხო რევოლუციის წლებში ბულვარი რევოლუციური მასების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო. იგი მაშინ აბობოქრებულ ზღვასა ჰგავდა: იმართებოდა ხალხმრავალი კრებები, პოლიტიკური მანიფესტაციები, წარმოებდა რევოლუციური პროპაგანდა, ზოგჯერ კი პოლიციასა და ჯართან შეტაკებისას სისხლიც იღვრებოდა.ქუთათურებმა 1905 წლის 14 თებერვალს ქალაქის მთავრობის მიერ პროვოცირებული სომხებისა და აზერბაიჯანელების სისხლისმღვრელი შეტაკებების საპროტესტოდ მოაწყვეს დიდი დემონსტრაცია. დემონსტრანტთა მრავალრიცხოვანი კოლონები სიმღერითა და დროშებით გაემართნენ ქალაქის ბულვარისაკენ. ბოლშევიკური გაზეთი „პროლეტარი“ ქალაქის მშრომელთა ამ გამოსვლის შესახებ წერდა:დემონსტრანტებს თავს დაესხნენ კაზაკები ქალაქის ბულვართან და მათრახები აამოქმედეს. ამან დემონსტრანტთა საპასუხო მოქმედება გამოიწვია. ახალგაზრდები ჩაიკეტენ ბულვარში და იქიდან დაუწყეს კაზაკებს ქვების სროლა. კაზაკებმა ცეცხლმსროლელი იარაღი აამოქმედეს. ტყვია ცელავდა ხალხს... გაისმა შურისძიების და სასოწარკვეთილების ხმები, ქალებისა და ბავშვების ტირილი. დრო და დრო ისროდნენ დემონსტრანტთა მხრიდანაც. რამდენიმე სტრაჟნიკი ცხენიდან ჩამოვარდა. ქუჩაში დამდგარი სისხლის გუბიდან ამხანაგებმა სამი მოკლული მუშა აიყვანეს. ქუჩები დაცარიელდა. მთელი ეს ველური ვაკხანალია დაღამებისას დასრულდა, მაგრამ კაზაკთა აღვირახსნილი თარეში ქალაქში კვლავ გაგრძელდა...“ქუთაისის ბაღი არაერთხელ გამხდარა შეტაკებისა და ბრძოლის არენა, მაგრამ მას ახსოვს სიხარულისა და სახალხო ზეიმის დღეებიც. ეს იყო 1908 წელს, როცა ქუთაისმა ქალაქის ბაღში დიდი ზეიმით აღნიშნა სახალხო მგოსნის, აკაკის იუბილე. საქართველოში საბჭოთა ხელსუფლების გამარჯვების შემდეგ ბაღში ყოველწლიურად იმართებოდა სახალხო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი თეატრალიზებული წარმოდგენები და ფიზკულტურული შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში.ქუთაისის ბულვარი, როგორც ითქვა, ისტორიული ძეგლი, საბაღო-საპარკო ხელოვნების საუცხოო ნიმუშია და მას გაფრთხილება და სათანადო მოვლა სჭირდება.

მოედნის ადგილმდებარეობის შესახებ პირველი ცნობები მხოლოდ გვიანდელი ხანიდან მოგვეპოვება", - ასე იწყება ნაშრომი ქალაქის ცენტრალური მოედნის შესახებ ზურაბ ჯავახაძის საავტორო წიგნში "ქუთაისო ჩემო დედავ".ამავე წიგნის მიხედვით, მე-19-ე საუკუნის დასაწყისში იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810 წელს) შემდეგ ქალაქის ზრდა განაშენიანება მდინარე რიონის მარცხენა მხარესაც დაიწყო. ახალი ქუჩების განაშენიანებამ და ბინათმშენებლობამ ხელი შეუწყო მეტად გამოკვეთილყო ქალაქის ცენტრალური მოედანი."მე-19-ე საუკუნის 30-იანი წლებისთვის დღევანდელი აღმაშენებლის მოედნის მომავალი კონტური უკვე გამოიკვეთა, რამაც ასახვა ჰპოვა ქუთაისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის პირველ გეგმაში, რომელიც 1829 წელს უნდა იყოს შედგენილი და გამოცემული დიუბუა დე მონპერეს მიერ" - ვკითხულობთ ჯავახაძის საავტორო წიგნში.მე-19-ე საუკუნის 20-იან წლებში ქალაქის ცენტრალური მოედნის ირგვლივ ქუთაისის განაშენიანებამ და სობორის ტაძრის მშენებლობამ თავისებური წვლილი შეიტანა მოედნის იერსახის შეცვლის საქმეში. ქუთაისიპოტის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში, დღევანდელი დავით აღმაშენებლის მოედანი სწრაფი ტემპით შენდებოდა და თანდათან კეთილმოწყობილ სახეს იღებდა.1921 წლის 5 მაისს, ქუთაისის რევკომის გადაწყვეტილებით ცენტრალურ მოედანს პარიზის კომუნის სახელი მიანიჭეს, ხოლო ორი წლის შემდეგ იმავე რევკომის სხდომაზე გადაწყდა სობოროს დანგრევა იმ მიზნით, რომ იქ თეატრი აეშენებინათ. აღნიშნულ ფაქტს სასულიერო პირების აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ ვიდრე ზემდგომ ორგანოებში სარჩელი შეიტანეს, მანამდე სობორის ეკლესია მიწასთან გასწორებული იყო. მოგვიანებით ცენტრალურ მოედანზე გადაწყდა პროლეტარიატის ბელადის, ლენინის ძეგლის დადგმა.1927 წელს მოედანზე ლენინის ძეგლი დაიდგა და შესაბამისად, მოედანსაც ლენინის სახელი ეწოდა.წიგნის "ქუთაისო ჩემავ დედავ" მიხედვით, ცენტრალური მოედნის ჩრდილოეთის მხარის გაფართოებამ ერთგვარი ცვლილება შეიტანა ქალაქის ცენტრის იერსახეში. რამაც, ლენინი ძეგლი კუთხეში მოაქცია."ქალაქის თავკაცების მიერ გადაწყდა, რომ ქალაქის ცენტრალური მოედნის შუაგულში იოსებ სტალინის ძეგლი დაედგათ, რომელიც 1948 წელს საზეიმოდ გაიხსნა კიდეც. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 31- წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი აწ უკვე სტალინის მოედანზე ჩატარდა. 1956 წლის მარტში თბილისში მომხდარმა სისიხლიანმა მოვლენებმა მთელი საქართველო მოიცვა. დიწყო ჯგუფური გამოსვლები სტალინისა და ლენინის სურათებით", - წერია ზურაბ ჯავახაძის საავტორო წიგნში.1988 წელს ცენტრალურ მოედანს დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა და 1995 წელს მოედნის ცენტრში დაიდგა აღმაშენებლის ძეგლი.2011 წელს აღმაშენებლის ძეგლი გადატანილ იქნა მისივე სახელობის პროსპექტზე. ცენტრალურ მოედანზე კი არქიტექტორ დავით გოგიჩაიშვილის მიერ დაპროექტებული "კოლხური შადრევანი" მოწყო. შადრევანზე გამოყენებულია ვანის გათხრებში მოპოვებული ქართული საგანძურის ელემენტები.